ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბაში მაშველებმა 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ადგილობრივი მცხოვრებია და ის 28 სექტემბერს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.