რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კომპანია Baykar-ი დრონების წარმოებისთვის უკრაინაში $100-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს

უკრაინის მიერ 2021 წელს მიღებული Bayraktar TB2
Daily Sabah

თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, $100 მილიონის ღირებულების ინვესტიციას უკრაინაში ჩადებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ჰალუკ ბაირაქტარმა კიევში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.

მისივე თქმით, წელიწად-ნახევარში აშენდება თურქული დრონების მწარმოებელი ქარხანა, სადაც 300 ადამიანი დასაქმდება.

უკრაინაში თურქული დრონების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დაიდო. შეთანხმებას ხელი თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს. 

ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.

გარდა ამისა, უკრაინაში წარმოებული დრონები ასევე უკრაინული წარმოების ძრავებით იქნება აღჭურვილი.

კომენტარები