გახარია კულტურის სამინისტროს განცხადებაზე

გახარია: წვლილი მიმიძღვის იარე ლიზას მხარდაჭერაში, ფილმი უნდა ნახოს ყველამ

მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს.

ამბობს გიორგი გახარია კულტურის სამინისტროს  28 სექტემბრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ფილმი იარე ლიზა მან პრემიერმინისტრობისას 1 200 000 ლარით დააფინანსა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  

კომენტარები