29 სექტემბრის დილას რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოლაევი რაკეტებით დაბომბეს.
ერთ-ერთი რაკეტა ქალაქგარეთ მდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა. ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მითაური ვიტალი კიმი ავრცელებს.
"ქალაქი ნიკოლაევი დაიბომბა. განადგურებულია ქალაქგარეთ მდებარე შენობა. შენობის გარშემო გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია მაშველებმა 6:45 საათზე შეძლეს". – ამბობს კიმი.
ოლქში საჰაერო განგაში 4:16 საათზე გამოცხადდა, სარაკეტო იერიში კი 4:58-ზე მოხდა. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან.
ნიკოლაევის ოლქი რუსეთმა 28 სექტემბერსაც დაბომბა, შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა.
რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს.