ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებოდა. პრესკონფერენციაზე თოყაევმა თქვა, რომ ყაზახეთი მზადაა გერმანიას ნავთობი მიაწოდოს.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ გერმანიასთან ნავთობით ვაჭრობის მასშტაბები და ეს სავაჭრო ურთიერთობა გრძელვადიანი გახადონ.
თოყაევმა საერთო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 2023 წელს ყაზახეთმა გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიაწოდა რუსეთზე გამავალი მილსადენით. თოყაევმა გერმანია მოიხსენია, როგორც ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირში.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ჯერჯერობით ყაზახეთი გერმანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალური აზიიდან.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გერმანია აქტიურად ეძებს ენერგო იმპორტიორებს, მათ შორის ყაზახეთი ერთ-ერთი საინტერესო ალტერნატივაა.