28 სექტემბერს, შუადღისას რუსული ჯარი ავდეევკაში მდებარე ქარხანას ორი რაკეტით თავს დაესხა, რის შედეგაც ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ავდეევკას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა უკრაინულ სატელევიზიო არხში ისაუბრა.
"დაახლოებით 13:10 საათისთვის თავდამსხმელებმა ორი რაკეტით საჰაერო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთმა რაკეტამ ნაფთალინის შესანახ საწყობს დაარტყა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა". - თქვა ბარაბაშმა ინტერვიუში.