გერმანია - ისრაელი

გერმანია ისრაელისგან Arrow-3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს იყიდის

REUTERS/Amir Cohen/File Photo Acquire Licensing Rights

გერმანიამ და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანია Arrow-3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს ისრაელისგან შეიძენს. შეძენილი სისტემების ჯამური ღირებულება 4 მილიარდი ევრო იქნება. Arrow-3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს ბალისტიკური რაკეტების მიმართულების შეცვლა შეუძლია. 

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გერმანიისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს. 

ეს შეთანხმება ისრაელისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ვაჭრობაა. 

გერმანიის მხრიდან თავდაცვის სისტემის შეძენა დაფინანსდება 100 მილიარდი ევროს ღირებულების სპეციალური სამხედრო ფონდიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნა. 

კომენტარები