შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია. მან აჩვენა, რომ ლიდერი არ არის. საკუთარი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, სააკაშვილმა აჩვენა, რომ 2 თვეც კი არ შეუძლია, პატიმრობაში დაჰყოს იმ მძიმე დანაშაულების გამო, რაზეც მსჯავრდებული იყო - მაშინ, როდესაც მისი მეგობრები წლობით იმყოფებოდნენ პატიმრობაში [...] 2008 წელს გორში თვითმფრინავის ხმაზე გაქცევის შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რეალურად, მათი ლიდერი ლიდერი არ არის. შესაძლოა, ის ყველაზე სუსტიც კი არის იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც პასუხისგებაში მიეცა იმ დანაშაულების გამო, რომელსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც ლიდერი, დღეს სააკაშვილი ყველაზე დაბალი პოლიტიკური ძალის მქონეა.
tbl.ge/6iue
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ TV იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




