აშშ

ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო

ნიუ იორკის მოსამართლე ანრტურ ენგორონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახის ბიზნესი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

 ნიუ იორკის გენერალური პროკურორი, ლეტიტია ჯეიმსი ტრამპს საკუთარი ქონების ღირებულების არალეგალურად გაზრდაში სდებს ბრალს.

ჯეიმსმა ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა. მიხედვით, ტრამპი და The Trump Organization-ი ათი წლის მანძილზე იტყუებოდნენ ქონების ღირებულების შესახებ, რათა ბანკისგან და სადაზღვევო კომპანიებისგან უკეთესი პირობები მიეღო.

ჯეიმსის თქმით, ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის მიცემული ყოველწლიური ფინანსური განაცხადების მიხედვით, ტრამპმა საკუთარი ქონების ღირებულება დაახლოებით $.2.23-$3.6  მილიარდით გაზარდა.

ქონება, რომლის ღირებულების არალეგალურად გაზრდაში ედავებიან ტრამპს, მოიცავს მის საცხოვრებელ სახლს ფლორიდაში, პენტჰაუსს მანჰეტენში მდებარე Trump Tower-ში, სხვადასხვა საოფისე შენობებსა და გოლფის მოედნებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სასამართლოს განხილვა 2 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა და შესაძლოა დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

კომენტარები