რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: Abrams-ის ტანკი სერიოზული იარაღია, თუმცა ისიც სხვებივით დაიწვება

დმიტრი პესკოვი
Shamil Zhumatov

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ეხმაურება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 31 ტანკის გადაცემას. პესკოვის თქმით, ეს უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების მიწოდება ვერ შეცვლის ომის მიმდინარეობის საერთო სურათს.

"ეს ყველაფერი ვერ მოახდენს გავლენას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე და მის შედეგებზე. [...] აბრამსის ტანკები საკმაოდ სერიოზული იარაღია. თუმცა, გაიხსენეთ როგორ საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი სხვა უცხოურ ტანკებზე, რომ ისინიც დაიწვებიან. შესაბამისად, ესენიც [აბრამსები] ასევე დაიწვებიან". – ამბობს პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკვე უკრაინაშია.

"სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. "აბრამსები" უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. შეთანხმებების შესრულებისთვის მოკავშირეების მადლობელი ვარ! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მომარაგების გეოგრაფიას". - დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.

19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა მალე M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები