უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა ATACMS-ის ტიპის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
"ჩვენ არ გამოვიყენებთ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებთან შესაბამისი შეთანხმება გვაქვს". - თქვა დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს უკრაინა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად გამოიყენებს.
ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს.





