რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის მახლობლად რუსეთის შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 8 რუსი ოფიცერი მოკვდა

Screenshot/Video/Twitter

Ukrainska Pravda წერს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი მობილურობის სარაკეტო-საარტილერიო სისტემიდან HIMARS-ის რაკეტა გაუშვა და ხერსონის მახლობლად რუსების შტაბ-ბინაზე მიიტანა იერიში. შედეგად  8 რუსი ოფიცერი მოვკდა და დაშავდა 7.

ხერსონის მახლობლად რუსების დროებით სამეთაურო პუნქტში მომხდარი ბოლო აფეთქების ვიდეოც ვრცელდება.


შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკვდა. ССО-ს განცხადებით დაბომბვის შედეგად 34 ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები