რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Abrams-ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია – ზელენსკი

M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკი ისვრის ჭურვს ფორტ ბენინგში ჩატარებულ შეჯიბრზე, 2022 წელი.
Spc. Joshua Taeckens

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკვე უკრაინაშია.

"სასიხარულო ამბავი მინისტრ უმეროვისგან. "აბრამსები" უკვე უკრაინაშია და ჩვენი ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან. შეთანხმებების შესრულებისთვის მოკავშირეების მადლობელი ვარ! ჩვენ ვეძებთ ახალ კონტრაქტებს, ვაფართოებთ მომარაგების გეოგრაფიას". - დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე.

19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა მალე M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები