ე.წ სუს-ის ფაილები

კალაძე: კასრების კადრები შეიძლება ახალგაზრდებს არ ახსოვთ, უნდა ვუთხრათ, ვინაა ეს ხალხი

ვინ იყო ბატურინი, რომელიც ორ თანმხლებ პირთან შემოიპარა ზღვით და შესაბამისად, სამსახურმა დააკავა? ვინ იყო ის 7 შეიარაღებული უკრაინელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს? ისაუბრონ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერზე - ვისი მოთხოვნით მოხდა მათი შეწყალება და გათავისუფლება? ეს არ არის უბრალოდ საქართველოში ან რადიკალურ ოპოზიციაში დაგეგმილი. ეს იმართება და მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და მცდელობა აქვთ, საქართველოს ხელისუფლება ჩამოაგდონ, იმიტომ, რომ არ არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მისაღები მათთვის.

ჩვენ მოვისმინეთ არაერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სისხლის ღვრაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე, ქართველების გინებაზე და ა.შ. ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და რაზე არიან წამსვლელები. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რას კადრულობდნენ? რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს ანადგურებდნენ - ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. რამეს ხომ არ ვიგონებთ? ხომ გვახსოვს მაშინდელი კასრებში გადამალული კადრები, რომლებიც მთელმა საზოგადოებამ ნახა. შეიძლება ახალგაზრდობას არ ახსოვს, მაშინ პატარები იყვნენ, მაგრამ მათაც უნდა ვუთხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები.

თქვა იმედის კვირის ეთერში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები