ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 28 სექტემბრამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 სექტემბერს გვიან ღამემდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა სეტყვაც. შემდეგ დღეებში კი, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს. კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 25 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 26-27 სექტემბერს უნალექო ამინდი და +25, +27 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსს ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსს ვარაუდობენ. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც. ხოლო 27 სექტემბერს თბილი,  უნალექო ამინდი და +24, +26 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც. 27 სექტემბერს უნალექო ამინდი და +22, +24 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი და +18, +20 გრადუსი იქნება.

კომენტარები