რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკის, კურსკისა და ტულის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედრო ამზადებს დრონს, რათა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და საჰაერო თავდაცვის ობიექტები აღმოაჩინოს.
The New York Times

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრიანსკის, კურსკისა და ტულის ოლქებში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკის, კურსკისა და ტულის ოლქებში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადებები, რომლებშიც ირწმუნებიან, რომ ორ-ორი უკრაინული დრონი კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ამას გარდა, ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან, ТАСС-თან თქვეს, რომ რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააქტიურდა, თუმცა შემთხვევას ზარალი არ მოჰყოლია.

ამას გარდა, 24 სექტემბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებს მუშაობა დროებით შეჩერებული ჰქონდათ, რისი მიზეზიც არ დასახელებულა. დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და შერემეტოვოს აეროპორტებში შეჩერებული იყო 17 რეისი.

კომენტარები