რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი

რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი - ხერსონი.
VOA News

24 სექტემბერს, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1 ადამიანი და დაშავდა პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.   

თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობები, მათ შორის დანგრეულია კერძო სახლები.

გარდა ამისა, რუსები თავს დაესხნენ სოფელ ლვოვს, რის შედეგადაც 67 წლის კაცი დაიღუპა.


შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის არაერთი რეგიონი დაბომბა. განგაში უკრაინის ყველა რეგიონში იყო გამოცხადებული.

კომენტარები