რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს

ოტავაში პრემიერმინისტრი, ტრუდო პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე კვლავ დაადასტურებს კანადის მუდმივ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და განვითარების მხარდაჭერას უკრაინისთვის. განცხადებაში წერია, რომ შეხვედრაზე ტრუდო და ზელენსკი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განამტკიცებს კანადასა და უკრაინას შორის ეკონომიკურ კავშირებს.

"უკრაინელი ხალხი განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს. კანადა ურყევი რჩება უკრაინის ხალხისადმი მხარდაჭერაში, რადგან ისინი იბრძვიან მათი სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ისევე როგორც ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, როგორიცაა კანონის უზენაესობის პატივისცემა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა". - ამბობს ჯასტინ ტრუდო.

ოტავაში ყოფნისას პრეზიდენტი ზელენსკი კანადის პარლამენტს მიმართავს. შემდეგ ლიდერები გაემგზავრებიან ტორონტოში, სადაც შეხვდებიან კანადის ბიზნეს ლიდერებს, რათა გააძლიერონ კერძო სექტორის ინვესტიციები სამომავლოდ უკრაინაში.

"მოუთმენლად ველი კანადაში პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ". - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

კომენტარები