პროფესორის მკვლელობა

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც 40 დღის წინ სცემეს, გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი, რომელიც, ამავე უნივერსიტეტის რექტორის თქმით, დაახლოებით 1 თვის წინ გაიტაცეს და სცემეს, 20 სექტემბრის დილით გარდაიცვალა.

რექტორის ინფორმაციითვე, დაახლოებით 40 დღის წინ ოთარ გელაშვილი ერთი დღით გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს. მას რუსთავის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ოთარ გელაშვილის მკვლელობა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტის და მექანიკის ინჟინერიის დეკანი იყო, აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას არ უკავშირდება და გამოძიება მთავარ ვერსიად გარდაცვლილის ბიზნეს საქმიანობას განიხილავს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები