ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს. მას ბრალი ედება საქართველოს მეორე მოქალაქის, 32 წლის მამაკაცის მკვლელობაში.
ტაბულას ინფორმაციით გარდაცვლილი ნიდერლანდებში მკვლელთან ერთად ჩაფრინდა.
ნიდერლანდების პოლიციის ცნობით შემთხვევა 19 სექტემბრის საღამოს, 18:00 საათისთვის, უტრეხტის ჰელინგის სასტუმროში მოხდა.
ნიდერლანდების პოლიცია თორნიკე მანველიძის ფოტოსა და აღწერილობას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დანახვის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ დამნაშავეს და დაუყოვნებლივ დაურეკონ 112-ს.