რუსეთი

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში სასწავლო ფრენის დროს Су-34 ჩამოვარდა

ვორონეჟში ჩამოვარდნილი Су-34

ვორონეჟის ოლქში სასწავლო ფრენის შესრულების დროს რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, ხოლო ეკიპაჟის ორივე წევრმა კატაპულტირება მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, Cy-34-ის ტიპის ზებგერითი მოიერიშე თვითმფრინავი ფრენას საბრძოლო აღჭურვილობის გარეშე ასრულებდა.  

"მიწაზე ნგრევა არ მომხდარა". - წერს სააგენტო Interfax-ი.

The Moscow Times-ის რუსული სამსახურის ცნობით, დღეს ჩამოვარდნილი ავიაგამანადგურებელი მეათე რუსული სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც მიმდინარე წელს რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ნიდერლანდის სადაზვერვო პროექტის Oryx-ის თანახმად, რუსეთმა ომის დაწყებიდან Су-34-ის ტიპის 20 თვითმფრინავი დაკარგა, მათ შორის, 3 არასაბრძოლო შემთხვევების შედეგად განადგურდა.

კომენტარები