რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სოჭის აეროპორტთან მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, სოჭის ადლერის რაიონში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა.

რუსი მაღალჩინოსნების თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც რუსულ მედიაში წერენ, ხანძრის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

რუსი მაღალჩინოსნები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ტელეგრამ-არხ BAZA-ზე წერენ, რომ ნავთობსაცავის აალება უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებამ გამოიწვია. ტელეგრამ-არხი SHOT-იც წინასწარი ინფორმაციით წერდა, რომ, სავარაუდოდ, ხანძარი დრონის იერიშის შედეგად გაჩნდა.

კომენტარები