მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

დაძაბულობა ერევანში: ფაშინიანის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ ბგერითი ყუმბარები გამოიყენა

ერევანში მთავრობის სასახლესთან რამდენიმე ათასი დემონსტრანტია შეკრებილი, რომელიც პრემიერმინისტრ ნიკოლა ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. 

დემონსტრაციის დაწყების მიზეზი 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაწყებული "ანტიტერორისტული ოპერაცია" გახდა. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ფაშინიანის თქმით მთიან ყარაბაღში წამოწყებული სამხედრო მოქმედებებით აზერბაიჯანი მისი ქვეყნის "ომში ჩათრევას ცდილობს".

საპროტესტო აქციებზე შეკრებილები ფაშინიანის გადაყენებას და მთიან ყარაბაღში სამხედრო დახმარების გაგზავნას ითხოვენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: "ფაშიანიანი - მოღალატე". რამდენიმე ადგილობრივი მედია წერს, რომ აქცია ჩატარდა ასევე რუსეთის საელჩოსთანაც.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ვითარება 21:00 საათისთვის დაიძაბა. მცირე შეტაკების შემდეგ პოლიციამ რამდენიმე სინათლისა და ბგერითი ე.წ. Flashbang ყუმბარა გაისროლა.

კომენტარები