რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ ომის დასასრულის გადაწყვეტა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ როდის დასრულდება ომი. ამის შესახებ ერდოღანმა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (PBS) ინტერვიუში ისაუბრა.

"შეუძლებელია, გითხრათ ზუსტი თარიღი როდის დასრულდება ეს ომი ან რამდენ ხანს გაგრძელდება. მხოლოდ ამ მხარეების ლიდერებს [რუსეთისა და უკრაინის] შეუძლიათ ამის თქმა". - თქვა ერდოღანმა.

ვლადიმირ პუტინთან დისკუსიის შესახებ, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი მოსალედნელია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

"იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, გვსურს რომ ამის დიდი იმედი გვქონდეს. პუტინი რეალურად ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარეს არის". - თქვა ერდოღანმა.

ამავდროულად, ერდოღანმა გვერდი აუარა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ არ უნდა ენდობოდეს პუტინს მისი როლის შესახებ მარცვლეულის შეთანხმებასა და უკრაინის ომში.

"[კრიტიკას] არ ვეთანხმები. ჩემი ბუნებრივი აირის ნახევარი რუსეთიდან მოდის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სოლიდარობა. ჩვენ ვდგამთ ორმხრივ ნაბიჯებს წინ და ვთანამშრომლობდით თავდაცვის მრეწველობის სფეროშიც". - თქვა ედორანმა.

კომენტარები