აშშ-ირანი

ირანში პატიმრობაში მყოფი ხუთი ამერიკელი აშშ-ში დაბრუნდა

19 სექტემბერს აშშ-მ და ირანმა პატიმრები გაცვალეს 
ANYHOPEFORNATURE/FREETHENAMAZIS/NEDASHARGHI

19 სექტემბერს წლების განმავლობაში ირანში პატიმრობაში მყოფი ამერიკის 5 მოქალაქე აშშ-ში დაბრუნდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მოქალაქეები უსაფუძვლო პოლიტიკური ბრალდებების გამო იყვნენ დაპატიმრებულნი. 

პატიმართა შორის იყვნენ 51 წლის ბიზნესმენი სიამაკ ნამაზი, რომელმაც თითქმის რვა წელი თეირანის ევინის ციხეში გაატარა, ასევე 59 წლის ბიზნესმენი, ემად შარგი და გარემოსდამცველი მორად ტაჰბაზი, რომელიც, ამავდროულად, ბრიტანეთის მოქალაქეცაა.

შეთანხმების პირველი ეტაპის მიხედვით, პატიმრები აგვისტოს შუა რიცხვებში ევინიდან თეირანში, უსაფრთხო სახლში გადაიყვანეს. 

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ს ციხეებში დაპატიმრებული ხუთი ირანელი, რომლებიც აშშ-ს სანქციების დარღვევის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს, პატიმართა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ყველა მათგანი ირანში დაბრუნებას არ აპირებს.

"დღეს ირანში დაპატიმრებული ხუთი უდანაშაულო ამერიკელი საბოლოოდ ბრუნდება სახლში. ხუთივე მათგანს წლების განმავლობაში აგონიაში, ტანჯვასა და გაურკვევლობაში მოუწიათ ცხოვრება“. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას შემდეგ, რაც პატიმრების თვითმფრინავი დოჰაში დაეშვა.

ერთ-ერთმა პატიმარმა, სიამაქ ნამაზიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს "ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლის პოლიტიკაზე მაღლა დაყენებისთვის".

ნამაზიმ ასევე ისაუბრა ხალხის მხარდაჭერაზეც და აღნიშნა: "დღეს არ ვიქნებოდი თავისუფალი, რომ არა ყველა თქვენგანი, ვინც სამყაროს ჩემი დავიწყების უფლება არ მიეცით. გმადლობთ, რომ იყავით ჩემი ხმა, როცა მე ვერ ვლაპარაკობდი საკუთარ თავზე".

ბაიდენმა ისაუბრა ახალი სანქციების შესახებაც, რომლის სამიზნეც ამერიკის მოქალაქეების უკანონო პატიმრობის გამო, ირანის ყოფილ პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ირანის დაზვერვის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან.

კომენტარები