რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლენა ზელენსკა აშშ-ში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად აშშ-ში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი თავის პირად X-ის ანგარიშზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში მათი ვიზიტის მიზეზი გაეროს გენერალური ასამბლეის კვირა და ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და კონგრესის  წევრებთან შეხვედრაა.

"უკრაინა გაეროს წევრ ქვეყნებს შესთავაზებს კონკრეტულ წინადადებას, როგორ გააძლიერონ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და გააუმჯობესონ გაეროს შესაძლებლობები აგრესიის აღკვეთისა და შეჩერების მიზნით. ვაშინგტონში ვაპირებ შეხვედრას ჯო ბაიდენთან, აშშ-ს კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ამერიკულ ბიზნესებთან, ჟურნალისტებთან და უკრაინული თემის წევრებთან. უკრაინის სახელით მადლობას გადავუხდი აშშ-ს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის". - წერს ზელენსკი.

 

კომენტარები