ოთარ ფარცხალაძე

პრეზიდენტი: ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როცა ქვეყანაში გენპროკურორი ყოფილა ФСБ-ს აგენტი

ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფესბეს თუ კაგებეს აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდეს დღეს და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენ წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა.

[...] აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა. მე იმ დღესვე, სანამ ბაზელში წავიდოდი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შევხვდი, რომ გამეგო, მათი მხრიდან რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ დროულად სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელი არის. აქ არის გამოძიება ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები