ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21 სექტემბრამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა. სააგენტოს ცნობითვე, 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +23, +25 გრადუსს ვარაუდობენ.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 სექტემბერს პროგნოზირებენ ხანმოკლე წვიმას, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილ და უნალექო ამინდს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიატურა, საჩხერე, ხულო): 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,) 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხილო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი. სინოპტიკოსები დღისით +22, +24 გრადუსს პროგნოზირებენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18-19 სექტემბერს შესაძლოა იწვიმოს, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18-19 სექტემბერს შესაძლოა იწვიმოს, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურას დღისით +20, +22 გრადუსს პროგნოზირებენ.

კომენტარები