თბილისის მერია

16-22 სექტემბერს მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით მიცკევიჩის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

კერძოდ, ცვლილებები N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებს შეეხება.

მერიის ცნობით, ავტობუსი N347 ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებისკენ მოძრაობის ნაცვლად, ყაზბეგის გამზირზე გადაადგილდება, გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩასა და პეკინის გამზირს, შემდეგ კი მგზავრებს ჩვეულებრივ დადგენილი სქემით მოემსახურება.

უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

მათივე ინფორმაციით, N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, ვაკელის ქუჩის გავლით ტანძიის ქუჩაზე გადანაცვლების შემდეგ საირმის ქუჩის გადაკვეთასთან მობრუნდება და მოძრაობას ყაზბეგის გამზირისკენ გააგრძელებს. ავტობუსი გამრეკელის ქუჩით, სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება და ამის შემდგომ კვლავ აქამდე დადგენილი სქემით გააგრძელებს ქალაქში მოძრაობას.

უკუმიმართულებისას, N497-ის მარშრუტში არაფერი შეიცვლება.

კომენტარები