რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ნოვა კახოვკა დაბომბეს, დაიღუპა 1 ადამიანი

უკრაინა
Pravda

ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ნოვა კახოვკა დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. 

"დაახლოებით 09:20 საათზე, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში შეტევა, სავარაუდოდ, მართვადი საჰაერო ბომბებით განახორციელეს." - წერია ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსეთი დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს. მათივე მედიის ინფრომაციით დაშავებულია 15 ადამიანი.  

კომენტარები