ქართული კინო

საქართველოს სახელით ოსკარისთვის თინათინ ყაჯრიშვილის "მოქალაქე წმინდანი" იბრძოლებს

Fortuna.ge

2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის საქართველოს სახელით თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული ფილმი მოქალაქე წმინდანი იბრძოლებს. გამარჯვებული სპეციალური კომისიის ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.

კონკურსში ოსკარის ნომინაციისთვის 4 ფილმი იბრძოდა:

  • გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო (რეჟისორი – ლელა წიფურია);

  • მოქალაქე წმინდანი (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);

  • მშვენიერი ელენე (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი);

  • შაშვი, შაშვი, მაყვალი (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).

ყაჯრიშვილის ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო. 2-2 ხმა შეხვდა მშვენიერ ელენეს და შაშვი, შაშვი, მაყვალს.

სპეციალური კომისიის წევრები, რომელთაც წარდგენილი ფილმებიდან მოქალაქე წმინდანი აარჩიეს არიან:

  1. გიორგი ხარებავა, რეჟისორი
  2. კონსტანტინე ესაძე, კინოოპერატორი, რეჟისორი, საქართველოს კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი
  3. ედმონდ მინაშვილი, მსახიობი, პროდიუსერი
  4. ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი, ქართული ოცნების პროპაგანდისტი
  5. ვალერიან კირკიტაძე, საპროდიუსერო კომპანია Film Asulum-ის დამფუძნებელი და დირექტორი
  6. ოთარ ბუბაშვილი, Cavea Plus-ის თანადამფუძნებელი
  7. ნიკოლოზ შენგელაია, მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი
  8. მარიამ ხაჭვანი, რეჟისორი და სცენარისტი, ავტორი ფილმისა დედე
  9. რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ავტორი ფილმისა სხვისი სახლი
  10. ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგი
  11. ბაჩანა ოდიშარია, PosTV-ის ტელეწამყვანი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ქართული ოცნების პროპაგანდისტი
  12. გიორგი ცხვედიანი, რეჟისორი

მოქალაქე წმინდანი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეა.

თინათინ ყაჯრიშვილი ერთ-ერთია იმ რეჟისორთაგან, რომელიც კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის პარალელურად თეა წულუკიანს შეხვდა.

მოქალაქე წმინდანი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს. ამ დროისთვის სურათი მსოფლიოდან გაგზავნილ სხვა ნამუშევრებთან ერთად გრძელ სიაშია წარმოდგენილი. საბოლოოდ ოსკარის ნომინაციას მხოლოდ 5 ფილმი მიიღებს.

კომენტარები