ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა

13-17 სექტემბერს თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

თბილისის მერია

თამარაშვილის ქუჩაზე 13-17 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების გამო 00:00-დან 06:00 საათამდე, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

"ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე". - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები