ვლადიმირ პუტინი

პუტინი: არაფრის გაკეთება შეიძლება, რაც სხვა ერების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ პრაღის გაზაფხულისა და 1956 წლის ბუდაპეშტის რევოლუციის დროს სსრკ-ს მიერ ქალაქებში ტანკებით შესვლა "არასწორი" იყო და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკაში ქვეყნები სხვა ერების ინტერესების წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდნენ.

"ჩვენ დიდი ხნის წინ ვაღიარეთ, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ეს ნაწილი არასწორი იყო და მხოლოდ ურთიერთობების დაძაბვას იწვევდა. ისეთი არაფრის გაკეთება შეიძლება საგარეო პოლიტიკის სფეროში, რაც სხვა ერების ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება, ეს არის და ეს". – თქვა პუტინმა, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

კომენტარები