ამინდის პროგნოზი

შავი ზღვის სანაპიროზე, მთიან რეგიონებსა და კახეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა .

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია გაფრთხილებაში.

კომენტარები