რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ჩატარებულ ე.წ. არჩევნებში ЕДИНАЯ РОССИЯ-მ გაიმარჯვა

10 სექტემბერს დასრულდა რუსეთის მუნიციპალური არჩევნები. არჩევნები ჩატარდა ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, რაც უკრაინამ თავის მოკავშირეებთან ერთად დაგმო და საერთაშორისო კანონდარღვევა უწოდა. არჩევნები ჩატარდა 4 ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ოლქში არჩევნები რუსეთის მმართველმა პარტიამ, Единая Россия-მ გაიმარჯვა. რუსეთი არ აკონტროლებს არც ერთ იმ ოკუპირებულ ოლქს სრულად, რომელშიც არჩევნები ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დეტალური შედეგები რუსეთის ხელისუფლებას მყისიერად არ გამოუქვეყნებია.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ აუკრძალა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობა. რუსეთის მიერ "უცხოურ აგენტად" შერაცხული ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა, განაცხადა: "ეს არ არის ნამდვილი არჩევნები". ანდრეიჩუკის განცხადებით,  მისმა ორგანიზაციამ ოპოზიციური კანდიდატების დაკავებისა და მათ მანქანებზე ვანდალური თავდასხმის ფაქტები მიიღო. 

კომენტარები