გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თბილისში 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 12 სექტემბერს - წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, 13 სექტემბერს კი - დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, 12-13 სექტემბერს კი - დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11 სექტემბერი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს - დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11 სექტემბერს უნალექო ამინდს ვარაუდობენ, 12-13 სექტემბერს კი - დროგამოშვებით წვიმას. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა, ჰაერის ტემპერატურას დღისით +12, +14 გრადუსს ვარაუდობენ.





