რუსული მხარის განცხადებით, დასავლეთ ბელგოროდის რეგიონში უკრაინული დრონები გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა იერიშის მიტანას ორი უპილოტო საფრენი აპარატით ცდილობდა, ხოლო შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:20 საათზე მოხდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა აღნიშნა, რომ დრონები ჩამოაგდეს იაკოვლევსკის რაიონში, რომელიც ბელგოროდის რეგიონული დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.
"არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი თვითმფრინავის ფრაგმენტები კერძო საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, გზაზე დაეცა. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური ადგილზეა". - წერს გლადკოვი ტელეგრამ-არხზე.