პუტინის რუსეთი

მარგარიტა სიმონიანი: ფაშინიანი სომეხი ხალხის გამანადგურებელია

მარგარიტა სიმონიანმა პროსამთავრობო მედია НТВ-ს ეთერში სომხეთის პრემიერმინისტრზე ნიკოლ ფაშიანიანზე ილაპარაკა.

"ვერ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში ორი სომეხიც კი მხარს უჭერს ფაშინიანს. როგორც სომეხი ვერ ვხვდები, როგორ უჭერს მას მხარს საკუთარი დედა. იმიტომ რომ ის არის სომეხი ხალხისა და სომხური ინტერესების გამანადგურებელი". – ამბობს კრემლის პროპაგანდისტი და მედია RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.

სიმონიანი აღშფოთებულია ფაშინიანის მთავრობის პროდასავლური კურსით. 2023 წლის იანვარში პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

ფაშინიანის მთავრობა ბოლო პერიოდში ღიად მხარს უჭერს უკრაინას. ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო კამპანია უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

სექტემბრის დასაწყისში ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აშშ ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებს. ღონისძიება 11-20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

 

კომენტარები