მოსკოვის აეროპორტი

მოსკოვის აეროპორტებში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა – რუსული მედია

8-9 სექტემბრის ღამეს მოსკოვის აეროპორტებში გადაიდო ან გაუქმდა 10-ზე მეტი რეისი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, მინიმუმ 13 ფრენა გადაიდო, ხოლო 4 გაუქმდა მოსკოვის სამ აეროპორტში – ვნუკოვოში, დომოდედოვოსა და შერემეტევოში.

ბოლო დროს რუსეთის აეროპორტებმა არაერთხელ გადადო და გააუქმა ათობით ფრენა.

5 სექტემბერს მოსკოვის აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, ხოლო დამატებით ექვსი გაუქმდა. 

TACC-ის ინფორმაციით, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 6:00 საათისთვის დომოდედოვოს აეროპორტში გადაიდო 6 რეისი, ხოლო ორი გაუქმდა, ვნუკოვოს აეროპორტში 17 რეისი გადაიდო, ხოლო დამატებით 1 გაუქმდა, შერემეტევოს აეროპორტში 23 რეისი გადაიდო, ხოლო ჟუკოვსკის აეროპორტში სამი ფრენა გაუქმდა. 

კომენტარები