გადაუდებელი სიტუაციების რუმინეთის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული საჰაერო თავდასხმების მაღალი რისკების გამო თავშესაფრებს ააშენებენ.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Ukrainska Pravda ავრცელებს. კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო თავშესაფრებისთვის შესაბამისი ადგილების შესარჩევად მუშაობას დაიწყებს.
თავშესაფრები, სავარაუდოდ დუნაის რუმინული მხარის სანაპიროებზე აშენდება. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც რუმინული სანაპიროებიც საფრთხის ქვეშ ექცევა.
რუმინეთის მხარე ასევე აპირებს მასობრივი გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაშიც კი ადგილობრივ მოსახლეობას გააფრთხილებს.





