რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა – ოლქის გუბერნატორი

Эхо Кавказа

7 სექტემბერს ბრიანსკში თვითმფრინავი "სამრეწველო ობიექტს" დაეცა, რის შედეგადაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა ტელეგრამ-არხზე დაწერა

ბოგომაზმა თავდასხმაში უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა. უკრაინის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით, "ბრიანსკის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორ უპილოტო საფრენ აპარატს გზა გადაუჭრეს, მათგან კი ერთი ჰაერშივე განადგურდა".

ამის შემდეგ, მეორე დრონის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბოგომაზმა და დააზუსტა, რომ ის სავარაუდოდ ჩამოაგდეს ვიგონიჩსკის რაიონთან ახლოს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბრიანსკში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ვიდეო ბრიანსკის ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, დაზიანდა Silicon El მიკროელექტრონული ქარხანა.

ამასთან, აღნიშნულ საწარმოს, რომელიც Панцирь-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და Искандер-ის სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს, 30 აგვისტოს ღამეს დრონებით შეუტიეს.  

ბოლო პერიოდში უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლება დრონების თავდასხმების შესახებ თითქმის ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას. უკრაინელი სამხედროები ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები