თანამედროვე მეცნიერება

ისრაელში მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის მოდელი კვერცხუჯრედისა და სპერმის გარეშე შექმნეს

REUTERS/Amir Cohen

ისრაელში მეცნიერებმა საშვილოსნოს, კვერცხუჯრედისა და სპერმის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონის მოდელი შექმნეს. ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონის მოდელი ისრაელის ვეიცმანის მეცნიერების ინსტიტუტში მიიღეს. 

ლაბორატორიაში შექმნილი მოდელი ჰგავს ადამიანის 14 დღის ემბრიონს, როცა ის იძენს პირველ შიდა სტრუქტურებს. 

ვეიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლების კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. პირველად პროექტის შედეგები მეცნიერების ჯგუფმა 2023 წლის ივნისში ბოსტონში წარადგინა, ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების (ISSCR) კონფერენციაზე.

"მთავარი კითხვაა, თუ როდიდან ითვლება ემბრიონის მოდელი ემბრიონად. როცა ეს მოხდება, ჩვენ ვიცით რეგულაციები" - თქვა მეცნიერების გუნდის ლიდერმა იაკობ ჰანამ. 

მეცნიერების თქმით, მათ მიერ შექმნილი ემბრიონის მოდელი შესაძლოა ორსულობებზე ნარკოტიკების გავლენების კვლევისთვის გამოიყენონ.  

კომენტარები