რუსტემ ომეროვი

"უკრაინელი ჯარისკაცი მთავარი პრიორიტეტია" — ზელენსკიმ თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

OP'S PHOTO

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა და ის ამოცანები და პასუხისმგებლობები ჩამოთვალა, რაც რუსტემ უმეროვის წინაშე დგას. ზელენსკის განცხადებით, მას შეუძლია ყველაფრის უზრუნველყოფა.

უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად უკრაინელი ჯარისკაცი გამოაცხადა და სწორედ ამას დაუკავშირა ის ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის ძალების საქმიანობაში განხორციელდა. მისი თქმით, საჭიროა ახალი მიდგომა ჯარისკაცებთან დაკავშირებით: "მათი დრო და ენერგია სახელმწიფოს ღირებულებაა."

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ​​​ამისთვის აუცილებელია სწრაფი რეაგირება, თუ საჭირო იქნება ბიუროკრატიული პროცესების გაუქმება, დიგიტალიზაცია, რადგან უკრაინისთვის და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ახლა დრო უმნიშვნელოვანესია.

"უკრაინას აქვს თანამედროვე საომარ მოქმედებებში წარმატებული თავდაცვის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება. ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს ასეთ თავდაცვას, უნდა მუშაობდეს თითოეული უკრაინელი ჯარისკაცისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. და უნდა გავაკეთოთ მიზანმიმართულად. ეს ეხება ყველაფერს - მეომრების მომზადებიდან ბრიგადების სამედიცინო დახმარებამდე, საბრძოლო მხარდაჭერიდან დაწყებული ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებთან კომუნიკაციით დამთავრებული. რაც მთავარია, გვჭირდება მეტი ნდობა - ნდობა მიღებულ გადაწყვეტილებებში, ნდობა განხორციელებული შესყიდვებისადმი, ნდობა დაგეგმილი და შევსებული მარაგებისადმი და ნდობა ქვედანაყოფებსა და უკრაინის თავდაცვის სისტემის ნაწილებს შორის კომუნიკაციისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ რუსტემ უმეროვს შეუძლია ამის უზრუნველყოფა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 


3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. 5 სექტემბერს უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

2021 წლის ნოემბერს დანიშნული უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეცვლის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლექსი რეზნიკოვს პირადად რაიმე დანაშაულში ბრალს არ სდებენ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან იყო საუბარი იმაზე, რომ მან თავის სამინისტროში კორუფციის აღკვეთა ვერ შეძლო

კომენტარები