პარიზის ოლიმპიადა

მაკრონი: ცხადია, რუსეთის დროშა ოლიმპიადაზე ვერ იქნება, როცა რუსეთის ომის დანაშაულებს სჩადის

ემანუელ მაკრონი
AFP/Christophe Simon

6 სექტემბერს ფრანგულ გამოცემა L'Equipe-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მისი აზრით რუსეთის ფედერაციის ადგილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე არაა მაშინ, როდესაც ის ომის დანაშაულებს სჩადის. 

"იმედი მაქვს ამ აგდაწყვეტილებას გააზრებულად მიიღებს ოლიმპიური კომიტეტი. მასპინძელი ქვეყნის გადასაწყვეტი არაა, თუ რას იზამს ოლიმპიური კომიტეტი. თუმცა მე სრულად ვენდობი (ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს) თომას ბახს" - თქვა ემანუელ მაკრონთან. 

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები მრავალი სპორტული ღონისძიებიდან დასანქცირებულები არიან. მიმდინარე ომის მიუხედავად, ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომ თამაშებში მონაწილეობა დამოუკიდებლად, დროშის გარეშე მიიღონ. 

კომენტარები