კორუფცია

მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მეთაური ქრთამის აღებისთვის დააკავეს

გენერალ-მაიორი კონსტანტინ ოგიენკო, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვას მეთაურობდა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 

ოგიენკოს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმე განსაკუთრებულად მსხვილი ოდენობის ქრთამის აღების მუხლით არის აღძრული. 

რუსი სამხედრო მიმდინარე წლის ივლისში თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს. წინასწარი შინაპატიმრობის ვადა ყოფილ მეთაურს 27 ნოემბრამდე აქვს გახანგრძლივებული. 

გამოცემა Коммерсант-ის ცნობით ოგიენკო კიდევ ერთ გენერალ-მაიორ დმიტრი ბელიაცკისთან ერთად 500 000 რუბლის ($5078) ოდენობის ქრთამი კომპანია Надежда-სგან მიიღო. შეთანხმების მიხედვით სამხედროებს კომპანიისგან ჯამში 30 მილიონი რუბლი ($305 000) უნდა აეღოთ. სანაცვლოდ გენერლებს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული მიწების გადაცემას აპირებდნენ. ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო. 

ბელიაცკიმ ნაწილობრივ ბრალი აღიარა და გამოძიებასთან გარიგებაზე წავიდა. ოგიენკო ბრალს არ აღიარებს. 

კომენტარები