აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის დედაქალაქ კიევში უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება - ინფორმაციას CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.
სამშაბათს, 6 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.
ბოლოს ბლინკენი უკრაინას ერთი წლის წინ ეწვია. 2022 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შესახებ სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს.