რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს არ აქვს შანსი, რომ უკრაინა სამხედრო გზით დაამარცხოს – დანილოვი

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინის სამხედრო გზით დამარცხების შანსი არ აქვს

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, პირველ რიგში, რუსეთს არ აქვს ჩვენი დამარცხების შანსი სამხედრო გზით. მეორე, გამარჯვება ჩვენი იქნება. და მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხი დროა, ეს ასევე დამოკიდებულია პარტნიორებისგან იარაღის მოწოდებაზე". - თქვა დანილოვმა NV-თან ინტერვიუში.

დანილოვის თქმით, მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება და იმის მტკიცება, რომ მიწოდება შეწყდება ან უკრაინას "მიატოვებენ", რეალობას არ შეესაბამება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ახლა "უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია" და ერთადერთი მიზანი აქვს - უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას სამხედრო გზით, რომელიც 24 თებერვლამდე დასახეს და ამიტომ შიდა დესტაბილიზაციის გზით, ისინი ცდილობენ მოაგვარონ ეს საკითხები". - თქვა დანილოვმა.

კომენტარები