რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული წარმოების იარაღით იერიში 700 კმ-ში მდებარე სამიზნეზე მივიტანეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული წარმოების იარაღის მეშვეობით შეძლეს 700 კილომეტრში მდებარე სამიზნეზე იერიშის მიტანა.

"სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ [მომახსენა] საკუთარ ნაწარმზე. ჩვენი შორს დამრტყმელი იარაღის წარმატებულ გამოყენებაზე: სამიზნეზე იერიში მიტანილია 700 კილომეტრში". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია კურსკის აეროპორტზე 30 აგვისტოს მიტანილ იერიშზე.

როგორც რუსული სამთავრობო მედია იუწყებოდა, იერიშის შედეგად დაზიანდა 4 ცალი Ил-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. 

კომენტარები