რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიანსკის გუბერნატორის თქმით, ოლქში სამი დრონი ჩამოაგდეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ოლქის თავზე გაშვებული სამი დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ იგი ტელეგრამ-არხზე წერს.

"რუსეთის ეროვნული გვარდიის სწრაფი მოქმედებების შედეგად, ბრიანსკის თავზე სამი დრონი ჩამოვაგდეთ. ამისთვის ანტისადრონო შაშხანა და სპეციალური კარაბინი გამოვიყენეთ. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და ოპერატიული დახმარების ბრიგადები მუშაობენ". - წერს ბოგომაზი.

ამავდროულად, რუსული სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული დრონი, რომელიც ბრიანსკს დაესხა თავს, საოლქო სამმართველოს დეპარტამენტის სასტუმროს დაეჯახა. ეს შენობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან 100 მეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ ორი უკრაინული დრონი ბრიანსკის ოლქში, ხოლო ერთი რაკეტა დროებით ოკუპირებულ ყირიმის თავზე მოიგერია. 

კომენტარები