რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის

ჯოზეფ ბორელი
Reuters

ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვდის. წვრთნის ტემპის ამგვარი ზრდის შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა ტოლედოს მინისტერიალზე იმსჯელეს. 

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელიმ დაადასტურა, რომ ტოლედოს მინისტერიალზე მინისტრები უკრაინის დახმარების უპრეცენდენტო ტემპზე შეთანხმდნენ. ევროკავშირი წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის. ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ მან შესთავაზა მინისტრებს იფიქრონ უფრო მაღალ სტანდარტზე, მაგალითად 40 000 ჯარისკაცის გაწვრთნაზე. 

"ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ევროკავშირის წვრთნის მისიაში მოვაქციოთ უკრაინელი პილოტების F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის წვრთნის კომპონენტიც" - თქვა ჯოზეფ ბორელმა. 

კომენტარები